რომანში სიუჟეტი
თვითმფრინავის ბიჭების საქმის გარშემო ტრიალდება. წიგნის მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ახალგაზრდები, გეგა და თინა არიან. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა. თვითმფრინავის გატაცებაში
გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი მონაწილეობდნენ. სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-134A თბილისიდან
ბათუმში უნდა გაფრენილიყო, ისინი აეროპორტში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში —
თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.
[2] რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი დააპატიმრეს. ასევე დააბატიმრეს სასულიერო პირი მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ იმყოფებოდა და უბრალოდ გამტაცებელთა მეგობარი იყო.
რამდენიმე თვიანი სასამართლო სხდომების შემდეგ, თინა ფეტვიაშვილს თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო,
[3] მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ სასჯელი არ შემსუბუქებოდა.
[4] დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრე
ტა მიესაჯათ.